ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი საორგანიზაციო კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი საორგანიზაციო კომისია – შეიქმნა 1920 განსახკომთან არსებული სასწ. კომიტეტის მიერ ს. ხუნდაძის განცხადების საფუძველზე, რომელშიც იგი კატეგორიულად მოითხოვდა მთავრობის მონაწილეობას სალიტერატურო ენის მართებული ფორმების შემუშავებასა და დაკანონებაში. შემადგენლობა: ა. შანიძე (თავმჯდომარე), გ. ახვლედიანი, კ. კეკელიძე, ს. გორგაძე (მდივანი), ე. ბერიძე (სხდომებს ესწრებოდა დ. უზნაძეც).

კომისიამ უპირველესად გამოაქვეყნა მოსაგვარებელ საკითხთა სია და მათ გადასაწყვეტად იმუშავა I920 წ. 4. IV იდან 1921 წლის 16 მაისიდან , 1921 წლის აპრილამდე. განსახკომმა გამოსცა წიგნაკი –„სალიტერატურო ქართულისათვის – „პროუქტი ქართული ორთოგრაფიის სადაო საკითხების მოსაწესრიგებლად, შემუშავებული საორგანიზაციო კომისიისა და მიღებული სასწავლკომიტეტის მიერ (მასალები კონფერენციისათვის)“, ტფილისი, 1921 (54 გვე). მასში წარმოდგენილი იყო:

1. კომისიის სახელმძღვანელო პრინციპები: ფორმათა ერთსახეობა, გავრცელებულობა, სიცოცხლისუნარიანობა „ცოცხალ“ ფორმათა უპირატესობა „მკედარ“ ფორმათა წინაშე), ტრადიციულობა (ისტორიულად სწორ ფორმასთან ახლომყოფი ვარიანტის უპირატესობა);

2. ფონეტიკურ-მორფოლოგიურ, სინტაქსურ-სტილისტიკურ სადავო საკითხთა (აგრეთვე უცხოენოვანი ლექსიკის გადმოცემის) მოწესრიგების რეკომენდაციები.

ჩორმის დადგენა რამდენიმე ეტაპს გულისხმობდა: საორგანიზაციო კომისიაში შემუშავებული პროექტები მოხსენდებოდა ენის მცოდნეთა კონფერენციას (ჩატარება ივარაუდებოდა. 1920 წ. 24 მაისს), რომლის გადაწყვეტილებებს განიხილავდა სასწ. კომიტეტი, მისცემდა საბოლოო სანქციას, გამოაქვეყნებდა და საყოველთაო-სავალდებულო კანონად გამოაცხადებდა, მაგრამ კონფერენციის მოწვევა ვერ მოხერხდა. საორგანიზაციო კომისიის პრინციპებიც ყველამ არ გაიზიარა. ამის მიუხეღავად, კომისიის მიერ რეკომენდებული ბევრი ფორმა სალიტერატურო ენაში დამკვიდრდა.

საორგანიზაციო კომისიის დაარსებაცა და მოღვაწეობაც ძალზე მნიშენელოევანი იყო. თანამედროეე სალიტერატურო ენის ნორმალისაციის ისტორიაში ეს იყო პირველი კომისია შექმნილი სახელმწიფო დონეზე და ერთგვარი წინამორბედი თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიისა.

ლ. ლეჟავა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები