ქართული ფორთოხალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფორთოხალი ქართული „ადრეულა“

ქართული ფორთოხალი - ამ სახელწოდებას უფრო კრებითი შინაარსი აქვს, ვიდრე გარკვეული ჯიშისა; ასეთ სახელწოდებას ატარებს ისეთი ჯიშების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდებიან. აქ ჩვენ ვხედავთ როგორც დიდ, ისე საშუალო ზომის ხეებს, განსხვავებულს როგორც შეფოთვლით, ისე ვარჯის მოყვანილობით. ნაყოფი ნაირ-ნაირია: მსხლისებრი, მრგვალი, ბტყელი, მოგრძო, როგორც ტკბილი სასიამოვნო გემოსი, ისე მეტად მჟავე, ამავე დროს საგვიანოც და საკმაოდ ადრეულებიც. უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა ჯიში, რომელთა სახელწოდება დაკარგულია ან რომლებიც ადგილობრივ ფორმებს წარმოადგენენ, ცნობილი არის ქართული ფორთოხლის სახელწოდებით.

დღეს ამ ჯიშებში ზოგი გამორკვეულია და ხმელთაშუა ზღვის ტიპის გარკვეულ ჯიშებს მიეკუთვნება, რამდენიმე ჯიში კი, სახელდობრ: „თხელკანიანი“, „სქელკანიანი“, „ბათუმის“, უთუოდ წარმოადგენს აჭარაში, ძველ სამხრეთ საქართველოში და ნაწილობრივ თურქეთშიაც წარმონაშობ ჯიშებს.

როგორც გადმოგვცემს ექსპედიცია, რომელმაც შეისწავლა ჩვენთან მოსაზღვრე თურქეთის რაიონების ციტრუსების ნარგავები, იმ ჯიშებს, რომლებსაც „თურქულ ფორთოხალს“ ეძახდნენ, იქაური მოსახლეობა იცნობს, როგორც „ბათუმის ფორთოხალს“. ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს ფორთოხლები სამხრეთ საქართველოში არიან წარმოშობილნი.

ზემოაღნიშნული ექსპედიციის მტკიცებით, თურქეთში ჭარბობს ადგილობრივი ჯიშები, მაგრამ მეტად ხშირია სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი ჯიშებიც, მაგალითად, „იაფა“, ხოლო უფრო გავრცელებულია „მესინის“, „სმირნის“, „რიზეს“ და სხვა.

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ციტრუსების კოლექციაში ვპოულობთ ამ ფორთოხლის ორ ფორმას: „სქელკანიანს“ და „თხელკანიანს“, რომლებსაც შეიძლება შევუფარდოთ ესა თუ ის ჩვენებური ფორმა, ხოლო განცალკევებით უნდა დავაყენოთ ჯიში, რომელსაც „ბათუმის“ სახეწოდება აქვს მინიჭებული. ადგილობრივ ფორთოხლებს შორის აღსანიშნავია „ქართული ადრეულა“.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები