ქერცლოვანი ფირფიტკბილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Qerclovanifirfitk.PNG

ქერცლოვანი ფირფიტკბილა (ლათ. Lentinus lepideus Fr. რუს. Пололистник чешуечатый)

ქუდი – 4-10 სმ დიამეტრისაა; ჯერ ამობურცულია, შემდეგ – ძაბრისებრ ჩაღრმავებული, ზედაპირი დაფარულია მოწითალო-მურა ქერცლებით, კიდეები შეკეცილია, მოთეთროა, ღია ჟანგმიწისფრამდე.

ფირფიტები – განიერია, დაკბილული კიდეებით, მოთეთრო ან მოყვითალო ფეხი – 3-8 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისა, ცენტრალურია ან ექსცენტრული, ძირისკენ გაწვრილებულია; გახევებული; ქუდისკენ სადაა, ძირისკენ დაფარულია მოწითალო-მურა ქერცლებით, მოთეთროა.

რბილობი – თეთრია.

სპორები – ელიფსისებურია, უფერული; 10-15X4-5 მკმ.

იზრდება გამხმარ და დამპალ წიწვიან ხეებზე, განსაკუთრებით ფიჭვზე, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში, ახალი.

წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები