ქეშიქჩიბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქეშიქჩიბაში - (მონღ. kheshig/keshig/kheshichan, სპარს. qašiq - მცველი, დარაჯი, თურქ. başi - მეთაური); მონღოლეთის იმპერიაში და შემდგომ, ირანის შაჰის კარზე, უმაღლესი ხელისუფლის მცველთა უფროსი.

საქართველოში ქეშიქჩიბაშის, როგორც მეფის მცველთა უფროსის, შემოღება ერეკლე II-ის მიერ ჩატარებულ რეფორმებს უკავშირდება. XVIII ს-ის მეორე ნახევრამდე ქეშიკი, როგორც ლექსიკური ერთეული, „მცველის“ და „მოდარაჯის“ მნიშვნელობით გამოიყენებოდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, მეთოფეთა რაზმებს ევალებოდათ „დგომის საქმე და ქეშიკობა“. 1774 წ-ის „მორიგე ჯარის განწესებაში“ ქეშიქჩიბაში კარის მოხელედ მოიხსენიება. ერეკლე II-მ ყულარაღასისა და ყორჩიბაშის ის ფუნქციები, რომლებიც გულისხმობდა მეფისა და სასახლის დაცვას, ქეშიქჩიბაშს გადასცა.

ქეშიკები დასავლეთ საქართველოს წყაროებშიც მოიხსენიებიან, მაგ., იმერეთის სამეფო კარისა და სამეგრელოს მთავრის ქეშიკები. 1759 წ-ის ერთი საბუთის მიხედვით, იმერეთში დამოწმებულია ქეშიკთუხუცესი მხეიძე, რომელიც ქეშიქჩიბაშის ანალოგი უნდა იყოს. ქეშიქჩიბაში შემოსავლიანი და საპატიო თანამდებობა იყო და მას მოადგილეებიც ჰყავდა. მთავრმართებელ პავლე ციციანოვისადმი წარდგენილ მოხსენებაში თავადი დავით აბაშისშვილი აღნიშნავს, რომ მეფე გიორგი XII-ის დროს იგი იყო ქეშიქჩიბაშის ნაიბი და ჰქონდა შესაბამისი წყალობა მეფისგან.


წყაროები და ლიტერატურა

  • სურგულაძე 1952: 300-301;
  • გაბაშვილი 1943: 203;
  • მესხია 66-67;
  • კაკაბაძე 1913: 5.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები