ყორჩიბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყორჩიბაში - (თურქ. qorçibāşi - ცხენოსან მოისართა, ყურჩების უფროსი). ირანის ადმინისტრაციული აპარატის ანალოგიით შექმნილი სახელო. სეფიანური ირანის მოხელეთა შორის ყორჩიბაშის თანამდებობა ითვლებოდა სახელმწიფოს შვიდ საყრდენთაგან ერთ-ერთად (arkān-e dowlat) დიდ ვეზირთან, ეშიკაღასბაშთან, ყულარაღასთან, თოფანგჩიაღასთან, მდივანბეგთან და მეჯლისის ნავისთან ერთად. ყორჩიბაში გვარდიულ კორპუსსა და ფეოდალურ ლაშქარს მეთაურობდა.

ვახუშტის მიხედვით, როსტომის დროინდელ ქართლში (XVII ს.) ყორჩიბაშმა ჩაანაცვლა მსახურთუხუცესის სახელო და მას დაექვემდებარნენ „სალაშქრო საჭურველისა და იარაღის მსახურნი მეფისანი და ციხე-ქალაქთა მცველნი სპანი მეფისანი“. „მსახურთუხუცესად“ განმარტავს ყორჩიბაშს სულხან-საბა ორბელიანიც, თუმცა, მსახურთუხუცესის სახელო ქართულ მონარქიაში უფრო მნიშვნელოვანი, მრავალი ფუნქციის შემცველი და საპატიო იყო, ვიდრე ყორჩიბაშისა. ყორჩები და ყულები გვიანფეოდალურ საქართველოში მეფის პირადი ქეშიკებისა და ყარაულების ფუნქციას ასრულებდნენ. „დასტურლამალში“ ჩამოთვლილი ყორჩიბაშის სახელოს 16 ყორჩი და ყულარაღასის სახელოს 15 ყული ერთი და იგივე პირები არიან. მათი ფუნქციაც ერთანაირადაა განსაზღვრული - მეფის პირადი მომსახურების ხელმძღვანელობა, მეფის სამსახურის დაცვაში მონაწილეობა: „ბატონის უკან ყორჩიბაში და ყულარაღასი ზეზედ დადგებიან, ბატონის ბრძანებამდინ ნუ დასხდებიან, ყული და ყორჩი რიგზედ დააყენონ, ყორიასაულიც იქ დააყენონ და იმათი დგომა გაარიგონ“. ამასთან, ყულარაღასს მეფის დამცველი რაზმები ებარა, რომლებთანაც ყორჩიბაშს არ ჰქონდა კავშირი.



წყაროები და ლიტერატურა

  • დასტურლამალი 1965: 484-485, 494;
  • ვახუშტი 1973: 23;
  • პაპუნა ორბელიანი 1981: 151;
  • პალ, 1991: 456; პალ 1993: 465; პალ 2004: 15; პალ 2007: 4, 91, 106, 111, 119, 129; პალ 2015: 249, 359;
  • ქსის 1955: 41, 410;
  • სურგულაძე 1952: 297-300;
  • გაბაშვილი 1942: 13, 201-203;
  • კაციტაძე 2009: 448

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები