ქვაბლიანი (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვაბლიანი – ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული ძველ საქართველოში. მოიცავდა მდინარე ქვაბლიანის ხეობას. შუა საუკუნეებში მისი მფლობელი ჯერ იყვნენ ჩორჩანელები, შემდეგ – ჯაყელები. XVI საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ეს ტერიტორია მოექცა ოსმალების გავლენის ქვეშ, იგი 3 ადმინისტრაციულ ერთეულად დაიყო: ოქროსციხის, ქვაბლიანისა და უდის. აქ ოდითგანვე გადიოდა გზა – ქართლის გზის ერთი განშტოება, რომელიც მისდევდა მდინარე ქვაბლიანის ხეობას. აღწევდა ზარზმამდე, შემდეგ კი ძინძეს ხეობის აყოლებით არსიანის ქედზე გოდერძის უღელტეხილისაკენ (ხულოს მუნიციპალიტეტი, ზღვის დონიდან 2025 მ, ამჟამად აქ გადის ბათუმ-ახალციხის საავტომობილო გზა), შემდეგ შავი ზღვისაკენ მიემართებოდა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები