ქვემეხის გამიზვნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემეხის გამიზვნა - ქვემეხის ლულისთვის მდგომარეობის მიცემა, როდესაც სროლის დროს ჭურვის ფრენის საშუალო ტრაექტორიის მიზანზე გავლა იქნება უზრუნველყოფილი. არის პირდაპირი, არაპირდაპირი და ნახევრად პირდაპირი გამიზვნა.

დახურული საცეცხლე პოზიციიდან სროლის დროს ქვემეხის არაპირდაპირი გამიზვნა – მიზნამდე მისი მანძილის და სიმაღლის შესაბამისი ამაღლების კუთხით, რომელიც მიეცემა კორის და თარაზოს მეშვეობით;

ქვემეხის ჰორიზონტალური გამიზვნა - პანორამის ოპტიკური ღერძის, რომელზედაც დაყენებულია მიზნის ადგილის კუთხე, გამიზვნის წერტილთან ან კოლიმატორთან შეთავსება.

ქვემეხის ნახევრად პირდაპირი გამიზვნის დროს კი, ჰორიზონტალური გამიზვნა ხორციელდება მიზანზე ვიზირებით; ამაღლების კუთხე – კორით და თარაზოთი ( დამიზნება).

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები