ქვემო წყისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქვემო წყისი – ნასოფლარი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა მხარეს, სოფ. უდიდან სამხრეთით, ზღვის დონიდან 1380-1890 მ სიმაღლეზე. შემორჩენილია ნანგრევები. აქ გადიოდა წარბასთუმანიდან მიმავალი საავტომობილო გზა. მიდამოები უტყეოა. ძველად გაშენებული იყო ხეხილის ბაღები. სოფელ უდის მცხოვრებს აქ აქვთ ხეხილის ბაღები ყანები და სათიბები. საქართველოს მოსახლეობის 1926 წლის აღწერით სოფელი მოქმედი იყო და მთლიანად ქართველებით იყო დასახლებული.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები