ქვენიფნეველი შალვა (I)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შალვა (I) ქვენიფნეველი - ცხრაზმისხევის ერისთავი XIII ს. 80-იანი - წწ-დან XIV ს-ის 10-იან წწ-მდე. დემეტრე მეფის უმცროსი თანამედროვე და დემეტრეს უმცროს ძის, ვახტანგის (მომავალი ვახტანგ III (1302-1308) თანშეზრდილი ყმა. როდესაც გარემოებათა წყალობით ძმები დავით VIII (1293-1311) და ვახტანგი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ცხრაზმისხევის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი ვახტანგის ბანაკში დარჩა და მონღოლთაგან შერისხული დავით VIII-ის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. ცხრაზმისხევში იგი მონღოლთა ჯარსაც უწინამძღვრებს დავითის შესაპყრობად, მაგრამ მეფე იხსნა მიუვალმა ციხესიმაგრემ - ციკარემ, რომელსაც მონღოლებმა ვერაფერი დააკლეს. როგორც კი საშუალება მიეცა, დავითი თავად ჩავიდა ცხრაზმისხევში და შალვა ქვენიფნეველის (მისი მონღოლთა ლაშქრობაში ყოფნის დროს) მამული დაარბია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ შალვა იძულებული გახდა შევედრებოდა ქართლის ერისთავი ამადა სურამელს, ეშუამდგომლა დავით მეფესთან, რომ მისთვის მამული არ ჩამოერთმია. მეფეს იგი მართლაც შეუწყალებია და აღარ წაურთმევია მამული.



წყაროები და ლიტერატურა

  • ჟამთააღმწერელი 1959: 305-307;
  • ძეგლი ერისთავთა 1965: 105-117;
  • მეტრეველი 1962: 75, N63;
  • ჟორდანია 1897: 26-28;
  • ხელნაწერთა აღწერილობა 1973: 89;
  • მეტრეველი 1962: 75, N63;
  • არახამია 1988: 93-122;
  • ხოშტარია ბროსე 1980: 148;
  • ბახტაძე 2003: 197-203.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები