ქიმიური ბოჭკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქიმიური ბოჭკო − საფეიქრო ბოჭკო, რომელიც მიიღება ბუნებრივი ან ორგანული პოლიმერებისგან. საწყისი ნედლეულის მიხედვით იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: ხელოვნური (ჰიდრატცელულოზა, აცეტილცელულოზა, ცილა) და სინთეზური ბოჭკოები (კარბოჯაჭვური, ჰეტეროჯაჭვური). ზოგჯერ, ქიმიურ ბოჭკოებს მიაკუთვნებენ აგრეთვე, მინერალურ ბოჭკოებს, რომელიც მიიღება არაორგანული შენაერთებისგან (მინა, ლითონი, ბაზალტი, კვარცი). კარბოჯაჭვურ ბოჭკოებს მიეკუთვნება: პოლიაკრილნიტრილური (ნიტრონი, ორლონი, აკრილანი, კაშმილონი, კურტელი, დრალონი, ვოლპრიულა), პოლივინილქლორიდული (ქლორინი, სარანი, ვინონი, რივილი, თევირონი), პოლიეთილენური (სპექტრა, დაინემა, თექმილონი), პოლივინილსპირტული (ვინოლი, მთილანი, ვინილონი, კურალონი, ვინალონი) და პოლიპროპილენური (ჰერკულონი, ულსტრენი, ნაიდენი, მერაკლონი); ჰეტეროჯაჭვურ ბოჭკოებს მიეკუთვნება: პოლიეთერული (ლავსანი, ტერილენი, დაკრონი, ტეტერონი, ელანა, ტერგალი, ტესილი), პოლიამიდური (კაპრონი, ნაილონ-6, პერლონი, დედერონი, ამილანი, ანიდი, როდია-ნაილონი, ნიპლონი, ნომექსი, კერმელი) და პოლიურეთანული (სპანდექსი, ლაიკრა, ვაირინი, ესპა, ნეოლანი, სპანცელი, ვორინი). მრეწველობაში გვხვდება შტაპელის, ჩალიჩის, კომპლექსური ძაფისა და მონოძაფის სახით.

ქიმიურ ბოჭკოს შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა დიამეტრი, თუმცა დაარმირებულ სამშენებლო კონსტრუქციებსა და ნაკეთობებში ძირითადად გამოიყენება ბოჭკოები დიამეტრით 6-10 მკმ, რაც გაცილებით ნაკლებია ადამიანის თმის დიამეტრზე (50 მკმ). სამრეწველო მინის ბოჭკოს დიამეტრია ≈ 8 მკმ, მაღალი სიმტკიცის არამიდის – ≈ 13 მკმ, ზემაღალი სიმტკიცის ნახშირბადის – ≈ 6 მკმ. უფრო მსხვილია ბორის ბოჭკოები – ≈ 50 მკმ (გამოწვეულია მიღების განსაკუთრებულობით). რაც ნაკლებია ბოჭკოს დიამეტრი, მით მეტია მისი სიმტკიცე. დისპერსიულ კომპოზიტებში 10 მკმ დიამეტრის გამოყენებისას მაქსიმალურ სიმტკიცეს იძლევა 0,5-5 მმ სიგრძის ბოჭკოები. მაღალი სიმტკიცის კომპოზიტებში კი გამოიყენება უწყვეტი ბოჭკოები, რომელთა სიგრძე კილომეტრობით იზომება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები