ქიორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქჲორ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Кёр) – საფლავის ბალყარულ-ყარაჩული სახელწოდება. წარმოადგენდა ეზოში მოწყობილ საოჯახო საძვალეს. სწამდათ, რომ მიცვალებულის სული დამარხულ სხეულს იოლად მიაგნებდა და საამისოდ საფლავის ფილას ამოსაცნობი ნიშნებით ამკობდნენ. აკლდამის კედლებს ჰქონდა ნიში, რომელშიც მიცვალებულის გვამს „მალავდნენ“ (асырадыла) (აქედან მომდინარეობს ორმაგი მნიშვნელობა ბალყარულ-ყარაჩული სიტყვისა къабыргъа „კედელი“ და къабыр „აკლდამა“). მას შემდეგ, რაც მიცვალებულის ცხედარს საძვალეში დაასვენებდნენ, ამ უკანასკნელის კარს დახურავდნენ. ამას უკავშირდება თქმა: „მისი კარები დაიხურა“ (Эшиги жабылды), როცა საუბარი ვინმეს სიკვდილს შეეხება. მთიან რაიონებში, სადაც ეზოებში საძვალეთა გათხრა მოსახერხებელი არ იყო, აკლდამებს მთის ძირში აწყობდნენ.


ლიტერატურა

  • Абдуллаева М. А. Трапезы в цикле поминально-погребальных обрядов балкарцев и карачаевцев // III всероссийские миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები