ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქრისტეს ქანდაკება

ქრისტეს ქანდაკება რიო-დე-ჟანეიროში − (ინგლ. Christ the Redeemer < პორტ. Cristo Redentor „მხსნელი ქრისტე”) – იესო ქრისტეს ქანდაკება კორკო-ვადოს მთაზე (ქალაქ რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა), თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ყველაზე დიდი არტდეკოს სტილის ქანდაკება მსოფლიოში. ქანდაკების შემქმნელია პოლონური წარმოშობის მოქანდაკე ფრანგი პოლ ლანდოვსკი, ხოლო მშენებელი ბრაზილიელი ინჟინერი ეიტორ და სილვა კოშტა. ქანდაკება დამზადდა საფრანგეთში და შემდეგ გემით გადატანილი იქნა ბრაზილიაში 1931 წელს, სადაც 12 ოქტომბერს ქრისტეს ქანდაკება საზეიმოდ გახსნეს. მისი სიმაღლეა 30 მ, კვარცხლბეკის – 8 მ, მაცხოვრის ხელების გაშლილობა – 28 მ, ხოლო წონა – 635 ტ. 2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ქრისტეს ქანდაკებამ მე-6 ადგილი დაიკავა. დღეს იგი რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს.





წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები