ქუთელია ბათუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუთელია ბათუ

ქუთელია ბათუ – (Kutelia Batu), ქართველი დიპლომატი, 2008-2011 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკის შეერთებულ შტატებში

დაიბადა: 16 იანვარი, 1974 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1990-2000 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, თბილისი;
1995-1996 – საჯარო მმართველობის ქართულ-ამერიკული ინსტიტუტი, თბილისი;
1999 – უსაფრთხოების კვლევის ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული ცენტრი, გერმანია;
2000 – საზღვაო ძალების სამართლის სკოლა, ნიუპორტი, აშშ.;
2000-2001 – ნატო-ს თავდაცვის კოლეჯის მკვლევარი;
2003 – ნატო-ს თავდაცვის კოლეჯი, რომი; 2005 – დაზვერვის დირექტორების კურსი, დიდი ბრიტანეთი;
2007 – ჰარვარდის უნივერსიტეტი, კენედის სკოლა, შავი ზღვის უსაფრთხოების პროგრამა, აშშ;
2016 – სტენფორდის უნივერსიტეტი, დემოკრატიის, განვითრების და კანონის უზენაესობის ცენტრი, ლიდერობის განვითარების აკადემიის კურსი.

სამუშაო გამოცდილება:
03.1997-08.1997 – პირველი მდივანი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
08.1997-10.1998 – სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
10.1998-01.2000 – სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
01.2000-09.2003 – სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
09.2003-05.2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში;
05.2004-06.2004 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს პოლიტიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი;
06.2004-10.2004 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი;
10.2004-12.2004 – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე;
01.2005-09.2006 – საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი;
09.2006-12.2006 – საქართველოს საგრეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
12.2006-11.2007 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;
11.2007-12.2008 – საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;
01.2011-11.2013 – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;
2013-2014 – მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისათვის, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, აშშ;
2013-დან – საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ვიცე პრეზიდენტი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი, საქართველოს პრეზიდენტის ჯილდო მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური დიპლომატიური მოღვაწეობისათვის მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები