ღამბაშიძე შალვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შალვა ღამბაშიძე

ღამბაშიძე შალვა ქსენოფონტეს ძე (დ. - 1.VIII.1899, ზესტაფონი - გ. - 18.V.1955, თბილისი) - მსახიობი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სტუდიაში, თბილისში (1918-1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი, 1921-1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928-1955 წლებში კი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1937-1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

სცენური სახეები

სცენური სახეებიდან აღსანიშნავია:

  • ესტევანი (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“);
  • კაკუტა;
  • მეწისქვილე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“);
  • მოძღვარი (ა. ყაზბეგის „მოძღვრის“ მიხედვით);
  • დე სილვა (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“);
  • ოტელო (შექსპირის „ოტელო“);
  • ბოროდინი (აფინოგენოვის „შიში“);
  • არჩილი („ჩატეხილი ხიდი“ ი. ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით);
  • სოლომონი (ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღა-ნუაშვილი“, ინსცენირება) და სხვ.

კინო როლები

ღამბაშიძემ არაერთი შთამბეჭდავი სახე შექმნა კინოში:

  • ბეკინა სამანიშვილი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927);
  • დავითი („დარიკო“, 1936);
  • ანდუყაფარი („გიორგი სააკაძე“, 1942);
  • გრამიტონი („ჭირვეული მეზობლები“, 1945);
  • თავადი ელიზბარი („დავით გურამიშვილი”, 1946);
  • მაკარი („ქეთო და კოტე”, 1948) და სხვ.

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994;
  • ე. ქარელიშვილი, გადამწვარი გული, თბ., 1961;
  • შ. ღამბაშიძე, კრ., თბ., 1973;
  • დ. ჯანელიძე, შალვა ღამბაშიძე, წგნ.: სახიობა, თბ., 1958.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები