ღამის ია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hesperis.PNG

ღამის ია - Hesperis matronalis

ქვ. ქართლ. – ხართკბილა ღამის ია ჯვაროსანთა ოჯახს ეკუთვნის. იზრდება გამეჩხერებულ ტყეებში, ტყის პირებში, ბუჩქნარში და თითქმის მთელს საქართველოში გვხვდება. - მცენარე მრავალწლოვანია. ღერო სიმაღლით აღწევს 1 მ-ს, მეტწილად კი 30-80 სმ სიმაღლისაა. ღეროს ზედა ნაწილი ზოგჯერ დატოტვილია. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, მთლიანია და ოდნავ კიდედაკბილული. ქვედა ფოთლები ოვალური და ყუნწიანი, ზედა — ლანცეტა და მჯდომარე. ყვავილობა აპრილში იწყება და საკმარისად დიდხანს გრძელდება - ივნისის შუა რიცხვებამდე.

სოსანი ან თეთრი ყვავილები გრძელ მტევნებად აქვს შეკრებილი. ზოგჯერ ყვავილები მხოლოდ თეთრია, ხშირად ორივე ფერისაა. მტევანში ჯერ ქვედა ყვავილები გაიშლება ხოლმე და შემდეგ, თანდათანობით, ზედაც. ყვავილების სურნელი ძლიერდება ღამღამობით.ყვავილების ჯამში ოთხი ფოთოლაკია, გვირგვინშიც ოთხი ფურცელი, ჯვარედინად განლაგებული. ყვავილში ექვსი მტვრიანაა, აქედან ორი უფრო მოკლეა. ბუტკო ერთია. დაყვავილების შემდეგ ბუტკოდან ვითარდება მოგრძო ნაყოფი — ჭოტი, რომელიც მომწიფებისას ორი გვერდითი საგდულით იხსნება. ერთ და იმავე მცენარეზე ხშირად ქვედა ყვავილები უკვე გადაყვავილებულია და ნაყოფიც გამოტანილი, ზედა ყვავილები კი ჯერ ისევ კოკრებშია.


წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები