ღვარცოფული ნაკადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღვარცოფული ნაკადი – ძლიერი, მოულოდნელი წყალდიდობა უპირატესად მთის მდინარეების აუზში, რომელსაც მოაქვს ტალახი და ქვა-ღორღი. ღვარცოფი ჩნდება ძლიერი წვიმის ან თოვლის სწრაფი დნობის გამო, ახასიათებს საშინელი დამანგრეველი ძალა და სახალხო მეურნეობას აყენებს დიდ ზარალს.

ღვარცოფისაგან თავის დასაცავად მიმართავენ ტყეების აგრომელიორაციას (ფერდობების დატერასება, მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ტყის გაშენება და ა.შ.), ჰიდროტექნიკურ ღონისძიებებს (ხელოვნური კალაპოტების მოწყობა, საგუბრები, ღვარცოფის საწინააღმდეგო ჯებირები, ღვარცოფის გამტარი ნაგებობები) და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები