ყაზბეგი მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაზბეგი მიხეილ (1801/5 – 1866), პოეტი. ნამდვილი გვარი – ჩოფიკაშვილი. ალექსანდრე ყაზბეგის მამა. მიხეილის მამა, გაბრიელი მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ხევის მოურავი იყო, შემდეგ რუსული მმართველობისგან მაიორის ჩინი მიიღო და აზნაურობაც უბოძეს. ხევის გამგებლადაც დაუნიშნავთ. მამის მერე ეს თანამდებობა გაბრიელის უფროსმა ვაჟმა, მიხეილმა მიიღო. მიხეილ ყაზბეგს პირველი ცოლი, საგინაშვილის ქალი, მალე გარდაეცვალა. შემდეგ ელისაბედ თარხნიშვილზე იქორწინა. მიხეილ ყაზბეგი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი განათლება არ ჰქონდა, ნიჭიერი ადამიანი ყოფილა. ცნობილია მისი „საყვარლის განშორებაზედ მწუხარება“, რომელიც დაწერილია 1843 წელს და გამოუქვეყნებიათ ჟურნალ „ცისკარში” 1859 წელს.



წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები