ყაირათიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყაირათიანობა - (thriftyness, წარმოების მომჭირნეობით, ეკონომიურად გამოყენება, გეგმურზე ნაკლები დანახარჯებით უკეთესი შედეგის მიღება.

არსებობს ყაირათიანობის პარადოქსი (paradox of thrit). იგი მდგომარეობს შემდეგში: შინამეურნეობები რაც უფრო ყაირათიანები და ეკონომიურები იქნებიან რესურსების გამოყენებაში, მით უფრო დაბალ დონეზე იქნება წარმოება და დასაქმება. ეს პარადოქსი ამტკიცებს მომჭირნეობის (savings) არასასურველობას იმიტომ, რომ მისი გაზრდა შინამეურნეობებში გამოიწვევს მოხმარების შემცირებასა და, მაშასადამე, ერთობლივი მოთხოვნის დაცემას. ვინაიდან ერთობლივი მოთხოვნის დონე განსაზღვრავს წარმოების დონეს და მასთან დაკავშირებულ დასაქმების დონეს, ყაირათიანობის ზრდას შედეგად მოჰყვება|წარმოების დაცემა. ამასთან, ეს ეფექტი გაძლიერდება მულტიპლიკატორის მოქმედებით, რომელსაც აქვს ჯაჭვური რეაქციის ძალა.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები