ყანჩაველი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია ყანჩაველი

ყანჩაველი ზაქარია ალექსის ძე (1890 - 1932) - ბოტანიკოსი, სისტემატიკოს-ფლორისტი. პირველი ქართველი დოქტორი ბოტანიკის დარგში, პროფესორი (1924).

სარჩევი

ბიოგრაფია

1915 დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1915-1917 წლებში მუშაობდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და ხელმძღვანელობდა შავი ზღვისა და თბილისის გუბერნიებში სამკურნალო მცენარეების შემსწავლელ ორგანიზაციას. 1918 წლის 13 სექტემბერს თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ბოტანიკის კათედრის ასისტენტად დაამტკიცა. 1919 წელს გამოსცა ნაშრომი „გვიმრანაირ და ყვავილოვან მცენარეთა ნარკვევი“.

1922-1932 წლებში ხელმძღვანელობდა თსუ-ის ბოტანიკის კათედრას. იყო თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორი. მის სახელთანაა დაკავშირებული ქართულ ენაზე ბოტანიკური ტერმინოლოგიის დამუშავება და პირველი ბოტანიკური სახელმძღვანელოს შექმნა. გამოსცა „ბოტანიკის პირველი ქართული სახელმძღვანელო“ 2 ტომად (1927). ხელმძღვანელობდა შირაქ-ელდარის, ცივ-გომბორის, სოღანლუღის, სამგორის ფლორისტულ ექსპედიციებს. მონაწილეობდა ახალი სარწყავი რაიონების დაპროექტებაში.

მანანა ლილუაშვილი


ლიტერატურა

ქსე ტ. X, თბ., 1986; ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები