ყარა ქიიიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყარა ქიჲიუ (ბალყ.-ყარაჩ. Къара кийиу – „შავის ჩაცმა“) – მიცვალებულის გლოვის ფორმა, რომლის დროსაც 52 დღის განმავლობაში (52-ე დღეს ეწყობოდა მიცვალებულის მოხსენიებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, თუმცა მას „ორმოცს“ – къыркъынчы – უწოდებდნენ) ყარაჩი და ბალყარი ჭირისუფლები, იცვამდნენ რა შავ სამოსს, არც წვერს იპარსავდნენ და არც საზეიმო ღონისძიებებშიც (მაგ., ქორწილებში) მონაწილეობდნენ. ზოგიერთი ოჯახი მიცვალებულს მთელი წლის მანძილზე გლოვობდა, მიუხედავად იმისა, რომ შარიათი ამას არ იწონებდა.


ლიტერატურა

Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები