ყველის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yvelis soko.PNG

ყველის სოკო (ლათ. Panus rudis Fr რუს. Панус грубый)

ქუდი – 2-8 სმ დიამეტრისაა; ნიჟარისებრი, ძაბრისებრი ან ყურისებრია, მკვრივი; ზედაპირი დაფარულია სწორად მდგომი, ჯგუფ-ჯგუფად შეკრული ჯაგრით, მოყვითალო-მოწითალოა ან ღია ყავისფერი; წვიმიან ამინდში იისფერიაю ფირფიტები – დაღმავალი, ვიწრო; ჯერ მოთეთრო-მოვარდისფროა, შემდეგ – მოყვითალო ან მკრთალ-ჟანგმიწისფერი.

ფეხი – 2-3 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ექსცენტრულია, ჯაგრისებრი ზედაპირით; ქუდის ფერია.

რბილობი – თეთრია.

სპორები – მომრგვალო-ცილინდრულია, უფერული, 5-6X2-3 მკმ.

იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზეა, განსაკუთრებით, წიფელსა და რცხილაზე ნესტიან ტყეში, ზაფხულ-შემოდგომით.

საჭმელად გამოიყენება ნორჩობაში. გამხმარი და დაფქული იხმარება კვეთის მაგივრად ყველის შესადედებლად.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები