ყივჩაყები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყივჩაყები – თურქულენოვანი ხალხი, რომელიც XI საუკუნისათვის გავრცელდა ევრაზიის სტეპების ზონაში, ტიან-შანიდან დუნაის შესართავამდე. ერთიანი სახელმწიფო არ შეუქმნიათ, იყოფოდნენ ცალკეულ ტომთა კავშირებად. ძირითადი საქმიანობა – მომთაბარე მესაქონლეობა. ამასთან, ყივჩაყებთა გვარტომული არისტოკრატია ხშირად აწყობდა მძარცველურ თავდასხმებს მეზობელ ხალხებზე.

ყივჩაყები, როგორც კარგი მეომრები, დაქირავებულების და სამხედრო კოლონისტების სახით მსახურობდნენ უცხო ქვეყნების (ხვარაზმი, რუსეთი, საქართველო, უნგრეთი, ბულგარეთი და სხვა) ჯარებში. XIII საუკუნეში ყივჩაყები მონღოლებმა დაიპყრეს.

ყივჩაყები საქართველოში

დავით აღმაშენებელმა 1118–19 წლებში, სელ-ჩუკებთან ბრძოლის პროცესში საქართველოში გადმოიყვნა ყივჩაყებთა დიდი ურდო (40 ათ. მეომარი ოჯახებით). ამ ძალებისაგან მეფემ მუდმივი ჯარი კი არ ჩამოაყალიბა, როგორც ზოგჯერ წერენ, არამედ “მარჯვე” (ხელსაყრელ) ადგილებში დაასახლა (როგორც ჩანს, ქართლ-კახეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე) და დააკისრა სალაშქრო სამსახური. მაქსიმალური ძალა, რომელიც მათ შეეძლოთ ველზე ერთდროულად და ერთ მიმართულებაზე გამოეყვანათ, ალბათ არ აღემატებოდა 15–20 ათ. კაცს, რაც იმ დროისათვის ცოტა არ იყო. ყივჩაყებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1120–24 წლების სამხედრო კამპანიებში, მაგრამ დავითის გარდაცვალები შემდეგ მათი უმრავლესობა სამშობლოში დაბრუნდა. მიუხედავად ამისა, XII საუკუნეში საქართველოში კიდევ გადმოდიოდნენ სამხედრო სამსახურში მონაწილეობის მისაღებად ყივჩაყებთა ახალი ჯგუფები. მათი უკანასკნელი ხსენება საქართველოს ტერიტორიაზე XIV საუკუნის დასაწყისით თარიღდება.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები