ყონაყ ქეჩედე ჩიოქ ეთმექი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ყონაყ ქეჩედე ჩჲოქ ეთმექ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Къонакъ кечеде чёк этмек – „მიცვალებულთა მოსვლა თავიანთ სახლებში“) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ღონისძიებების კომპლექსი, რომელსაც ბალყარები და ყარაჩები ნათესავების გარდაცვალებიდან 52-ე დღეს მართავდნენ, თუმცა მას „ორმოცს“ – къыркъынчы – უწოდებდნენ. საამდღისოდ, სპეციალურად მომზადებული საწესო საკვებით მიცვალებულთათვის სუფრები იშლებოდა, რომლებთანაც მათ სამოსში გამოწყობილი ფიტულები ისხდნენ. საკვები საფლავებზეც მიჰქონდათ. აუცილებელი იყო მიცვალებულთა მოხსენიება საწესო ღვინით (дарийгъын чагъыр), რომელსაც საფლავის ქვას მოასხურებდნენ. ამ ცერემონიის დროს მიცვალებულთა უახლოეს ნათესავებს საფლავებთან ერთგულებისა და პატივისცემის განსაკუთრებული ფიცი (даркъан-ант-этмек) უნდა დაედოთ.


ლიტერატურა

Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები