შალიკაშვილი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან შალიკაშვილი

შალიკაშვილი ვალერიან - (დ. - 10.V.1874, სოფ. აკეთი, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 30.I.1919, სოფ. აკეთი) - მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

საშუალო განათლება მიიღო კავკავის რეალურ სასწავლებელში, სადაც 4 კლასის კურსი დაამთავრა. პანსიონში რუსულად სწავლის გამო სრულიად დაავიწყდა ქართული ენა. 17 წლისამ დამოუკიდებლად დაიწყო მშობლიური ენის შესწავლა.

1902 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო ალექსი-მესხიშვილის დასში. მისი პირველი როლი იყო დე-სილვა სპექტაკლში „ურიელ აკოსტა“. 1905 წელს პირველი წერილი გამოაქვეყნა გაზ. „ივერიაში“. 1907 წლიდან დაიწყო რეჟისორობა. 1909 წლის სექტემბრიდან ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ სარეჟისორო კურსებზე მოსკოვში მიავლინა. გახდა სამხატვრო თეატრის სტუდიის მსმენელი. გაზ. „დროებაში“ სამხატვრო სტუდიის ლექციების ჩანაწერებს აქვეყნებდა. მძიმე სოციალური პირობების გამო მალე ჭლექი შეეყარა. 1910 წელს დაბრუნდა თბილისში.

პირველად დადგა გ. ერისთავის „სამშობლო“, ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და „სინათლე“ (22-ჯერ). 1910 თბილისში დაარსდა სარეჟისორო საბჭო, რომლის წევრადაც ლ. მესხიშვილთან და ვ. გუნიასთან ერთად შედიოდა. 1910-1912 წლებში მიიწვიეს ხონის თეატრში. რამდენიმე თვე ისევ მოსკოვში გაატარა. ამ დროიდანვე დაიწყო მინიატიურების, ფელეტონების, სცენების წერა, აქვეყნებდა წერილებს სასცენო ხელოვნების შესახებ. თავდაპირველად ვალიკო გურულის ფსევდონიმით წერდა. 1915 წელს საზოგადოების ხარჯით სამკურნალოდ გაიგზავნა სოხუმში. მალევე დაუბრუნდა საქმეს. 1917 წელს მსახიობთა კავშირის დაარსების აქტიური წევრი იყო. 1918 გიორგი ჯაბადარის სტუდიაში მიწვეული იყო ლექტორად. ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს დასებთან. ზაფხულობით სხვადასხვა დაბა-სოფლებში სამუშაოდ დადიოდა. არის 50-მდე სპექტაკლის რეჟისორი, ათეულობით როლის შემსრულებელი, დაწერა 7 და თარგმნა 20-მდე პიესა. მის შესახებ არაერთი წერილი თუ ფოტო დაიბეჭდა 1918-1921 წლის პერიოდულ გამოცემაში.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • დ. მებუკე, ვალერიან შალიკაშვილი, თბ., 1956;
  • დ. თევზაძე, ვალერიან შალიკაშვილი და ჩვენი დღევანდელობა, ჟურ. „ლიტერატურული ძიებანი“, 2002;
  • ი. არიმათიელი, ვალერიან შალიკაშვილი, ჟურ. „თეატრი და ცხოვრება“, 1918, №14. 1919, №1.

იხილე აგრეთვე

ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები