გუნია ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან გუნია

გუნია ვალერიან ლევანის ძე (დ. - 21.I.1862, სოფ. ეკი, ზუგდიდის მაზრ. - გ. - 31.VII.1938, თბილისი) - ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი (1933).

სარჩევი

ბიოგრაფია

1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისთვის სასწავლებლიდან გარიცხეს. შემდეგ მოსკოვში გააგრძელა სწავლა პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში. 1882 წელს სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაება თეატრალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმავე წელს ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით პირველად გამოვიდა სცენაზე. ნახევარი საუკუნის მანძილზე ქართულ პროფესიულ სცენაზე ითამაშა: ოტელო, მეფე ლირი (უ. შექსპირის „ოტელო“, „მეფე ლირი“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), კაკო ყაჩაღი („კაკო ყაჩაღი“, ილია ჭავჭავაძის მიხედვით), ოთარ-ბეგი (სუმბათაშვილ–იუჟინის „ღალატი“) და სხვ.

დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებაში და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს. შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის და სხვ. რედაქტორობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჟურნალი „თეატრი“. 1886 წელს დააარსა გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1907 - იუმორისტული ჟურნალი „ნიშადური“. იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი „ქართული თეატრი 1879-1889“ (გამოიცა 1889). 1907 ვ. გუნია ხელმძღვანელობდა საგურამოდან თბილისში ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას.

ვ. გუნია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში საკმაოდ აქტიურია. იდგმება მისი პიესები, თამაშობდა სპექტაკლებში და აქვეყნებდა წერილებს პერიოდულ გამოცემებში.

1918 წლის 16 ივნისს სახელმწიფო თეატრში, ვიქტორ გამყრელიძის სასცენო მოღვაწეობის 30 წლის აღსანიშნავი წარმოდგენის დროს, ვ. გუნიას. „არივ დარია“ წარმოადგინეს.
4.II.1919 კ. ზუბალაშვილის სახელობის ქალაქის სახალხო სახლში სახალხო სახლთან არსებული ქართული წარმოდგენის მმართველი წრის მიერ ვ. გუნიას. „დედისერთა“ დაიდგა.
16.XI.1919 ქართულ კლუბში ქართული დრამატული დასის მიერ, ქალბატონების: ჩერქეზიშვილის, ტასო აბაშიძის, ბატონების: ვ. გუნიასა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით, კომპოზიტორ ცაგარელის „ხანუმა“ დაიდგა.
21.XI.1919 გამოქვეყნდა ცნობა, რომ ს. ხეთაში ადგილობრივ სცენისმოყვარეთა წრის წევრებმა ვ. გუნიას „და-ძმა“ წარმოადგინეს.
23.XI.1919 ქართულ კლუბში ქართული დრამატული დასის მიერ, ვალერიან გუნიას სამმოქმედებიანი კომედია „პირველი ბუზი“ დაიდგა.
18.II.1920 არტისტული საზოგადოების თეატრში სუმბათაშვილის პიესა „ღალატი“ დაიდგა, სადაც ვ. გუნია მონაწილეობდა.
14.III.1920 სადგურ გომში სცენისმოყვარეთა დრამატულმა წრემ ვ. გუნიას „ხორველობა“ წარმოადგინა.
25.III.1920 სახელოსნო კლუბში სცენისმოყვარეთა წრემ ვ. გუნიას თარგმნილი „უბედური“ დადგა.
12.VI.1920 მეორე ქართულ კლუბში ვ. გუნიას კომედია „სიძე-სიმამრი“ დაიდგა.
13.VI.1920 ქართულ კლუბში სახალხო სეირნობა გაიმართა, სადაც ვ. გუნია მონაწილეობდა.
12.XII.1920 გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ვ.გ. წერილი-რეცენზია 9 დეკემბერს დადგმული „ბერდო-ზმანიას“ შესახებ,
8.II.1921 გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ვ.გ. წერილი-ნეკროლოგი მწერალ მელანიას გარდაცვალებასთან დაკავაშირებით,
12.II.1921 გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ვ. გუნიას წერილი-რეცენზია 10 თებერვალს ქართული დრამის თეატრში დადგმული სპექტაკლის - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ შესახებ.

1921 წლიდან ვ. გუნია ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს, იყო ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

'მერაბ გეგია, სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურ

  • ა. ბურთიკაშვილი, რაინდი უშიშარი და გულმართალი, თბ., 1965;
  • მადლობის დღე. საიუბილეო დასურათებული ალმანახი ვალერიან გუნიას პატივსაცემად და 35 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად, თბ., 1917;
  • ე. ქარელიშვილი, ვალერიან გუნია, თბ., 1968;
  • დ. ჯანელიძე, ვალერიან გუნია, თბ., 1963;
  • გაზ. საქართველო, 1918, №118;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919, №27, 1920, №283, 1921 №29, №33;
  • გაზ. სახალხო საქმე, 1919, №681;
  • ჟურ. თეატრი და ცხოვრება,1920, №14.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვალერიან გუნია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები