ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული სახელმწიფო დრამის თეატრი - 1920 ჩამოყალიბდა ქართული დრამატული თეატრი. 1920 წლის 15 ივლისს დასის შემადგენლობა დაზუსტდა. ზაფხულის სარეპეტიციო სამუშაოები სურამში ჩატარდა. ოქტომბრიდან კი რუსთაველის თეატრის შენობაში გადავიდნენ. ძირითადად შენობა რუსულ თეატრს ეკუთვნოდა, ორი დღე ქართულ თეატრს ჰქონდა დათმობილი, თითო დღე - სომხურ და აზერბაიჯანულ დასებს. თეატრის ხელმძღვანელად აკაკი ფაღავა დაინიშნა. მან შემოიღო ქალაქგარეთ რეპეტიციები, ძირითადად სურამში მუშაობდნენ. აკაკი ფაღავას გარდა, რეჟისორად მუშაობდნენ: მ. ქორელი, ა. წუწუნავა, კ. ანდრონიკაშვილი, ალ. ახმეტელი და ლ. მესხიშვილი.

სეზონი შალვა დადიანის „გუშინდელით“ გაიხსნა. ა. ფაღავას რეჟისორობით დაიდგა შექსპირის „ოტელო“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ და „დარისპანის გასაჭირი“. ა. წუწუნავამ დადგა ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი“, რომელიც სეზონის საუკეთესო სპექტაკლად ითვლება (მხატვარი ვალერიან-სიდამონ ერისთავი). ალ. ახმეტელმა დადგა ს. შანშიაშვილის „ბერდო ზმანია“. 1920-1921 წლების სეზონის მეორე ნახევარი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა. რეჟისურა, დეკორაციები, მსახიობის ოსტატობა თანდათან დაიხვეწა, თუმცა, მაყურებელი თანდათან აკლდებოდა თეატრს. 1920-1921 წლებში დაიდგა 22 პიესა.


სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

დ. ანთაძე, დღეები ახლო წარსულისა, თბ., 1962.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები