შანშიაშვილი სანდრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სანდრო შანშიაშვილი

შანშიაშვილი სანდრო − (1888 − 1979), ქართველი მწერალი, პოეტი დრამატურგი და მთარგმნელი. ფსევდონიმები: გარდაქეშანი, ფიდო ლამია. დაიბადა სოფელ გურჯაანში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. შემდეგ ტიბაანის მონასტრის სამრევლო სკოლაში მიაბარეს. 1911 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა შვეიცარიაში. იქიდან 1912 წელს ჩავიდა გერმანიაში და ჯერ ბერლინის, შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტში მოისმინა ლექციებს. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, იძულებული გახდა ხელი აეღო უმაღლესი განათლების მიღებაზე და სამშობლოში დაბრუნდა. 1914 წელს მან დაიწყო გაზეთ „საქართველოს” გამოცემა. 1917 წელს იყო ჟურნალ „მერანის” რედაქტორი. ამავე წელს დაუბრუნდა მშობლიურ სოფელს და ეწეოდა, როგორც ფიზიკურ, ისე შემოქმედებით საქმიანობას – წერდა ლექსებს, პიესებს, მოთხრობებს. მას ეკუთვნის 20-მდე ორიგინალური და 15-მდე ნათარგმნი პიესა. თარგმნა გოეთეს, შილერის, შექსპირის და პუშკინის ნაწარმოებები. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: `კახეთის დედოფალი~ (1963), „ბულბული და ცისი” (1966), ერთტომეული (1969), თხზულებანი ერთ ტომად (1976). დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


თამარ დიელო
ხარ დედოფალი, ყვავილებით გვირგვინოსანი,
სინაზის ნიშნად ხელთ გი პყრია ნორჩი სოსანი.
იგია შენი ძლევის სკი პტრა − ფერადოსანი,
შოთამ მამხილა, ვყოფილიყავ შენი მგოსანი!...
და, აჰა, გიმღერ ქართვლის ქალო, სულო მზიერო!
ჩემი დროების საუნჯეო, სოფლად ძლიერო!
ზაფხულის პირო, წმინდა ნებით მარად ციერო,
თამარ ლამაზო და ნარნარო ივერიელო!
როს ახლოვდება შენი დიდი დღესასწაული,
შემოგევლება მდელოს მწვანე გარს სამკაული!
ზეიმით ხვდება შენს დიდებას დღე სხივოსანი,
ამ დროს ვერ იტყვი, თუ რად მღერის შენი მგოსანი!


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები