შარაშენიძე თეიმურაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარაშენიძე თეიმურაზ

შარაშენიძე თეიმურაზ – (Sharashenidze Teimuraz), ქართველი დიპლომატი, 2004-2008 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში, 2011-2018 წლები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2019 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში

დაიბადა 2 იანვარი, 1952 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1975 – დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი;
1984 – დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

სამუშაო გამოცდილება:
1987-1991 – საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო, სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი;
1991-1992 – საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სახელმწიფო მრჩეველი;
1992-1996 – საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, სოციალური საკითხების დეპარტამენტის დირექტორი, მთავარი სახელმწიფო მრჩეველი;
1996-1998 – საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში;
1998-2004 – საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში;
2001-2004 – საქართველოს გენერალური კონსული ბულგარეთის რესპუბლიკაში და სტამბოლში;
2008-2009 – საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2009-2011 – საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში;
2018-2019 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ, თურქულ და ბულგარულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები