შახმარანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შახმარან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Шахмаран) – გველთა მეფე, მიწისქვეშეთის გამგებლის („ერქლილეჲლი ერქ-ჯილანი“) ვაჟი. ფლობს განსაკუთრებული მაგიური ძალის მქონე „გველის მძივს“ („ჯილჲან მინჩაყი“), რომელიც შახმარანს პირში უდევს ან კისერზე კიდია. ბალყარელთა და ყარაჩელთა რწმენით, გველთა უფლის მნახველ ადამიანს სხეულზე წითელი ლაქები უჩნდება. იმავე რწმენის თანახმად, თუ ადამიანი შახმარანს მოკლავს და მისი ხორცისგან წვნიანს მოამზადებს, კერძის ზედა ნაწილის ნათელი ფენა უკდავების წამალია, ხოლო ჭურჭლის ძირზე დამჯდარი მუქი ნალექი – მომწამვლელი შხამი. მაგრამ შახმარანის მოკვლა საძრახისად ითვლებოდა. ლეგენდის მიხედვით, ერთხელ ახალგაზრდა დანიჲალ ფაჲღამბარმა (ბიბლიური დანიელ წინასწარმეტყველი) გველთა მეფე დაინახა, რის გამოც ტანზე წითელი ლაქები დააჩნდა. ეს ამბავი უკვდავების მოსურნე რომელიღაც ბოროტმა ხელმწიფემ შეიტყო. ყმაწვილის კვალდაკვალ მიმავალი მისი მსახურები შახმარანის თავშესაფარს მიადგნენ. მიხდა რა, რომ ვერ გადარჩებოდა, გველი თავად ჩახტა მდუღარეში და დანიჲალს უბრძანა წვენი შეეხვრიპა, ხოლო ნალექი მეფის მსახურებისთვის ეჭმია. ასე გახდა დანიჲალი ბრძენი და უკვდავი.


ლიტერატურა

  • Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011;
  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები