შირაზული (გარგარის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შირაზული

შირაზული - გარგარის ამ ჯიშის წარმოშობა გამოურკვეველია. გავრცელებულია გორისა და თბილისის რაიონებში, გვხვდება აგრეთვე კახეთშიაც. საუკეთესოა როგორც საკონსერვო ჯიში. მოსავლიანობა კარგი ახასიათებს. ჯიშის ნაკლად უნდა ჩაითვალოს ძლიერი დაავადება გორის რაიონში.

ხე განიერ ცოცხისებრ ვარჯს ინვითარებს; დატოტვა ხშირი აქვს. ერთწლიანი ყლორტები წითელი ფერისაა. ყვავილობა საშუალო პერიოდი აქვს. ჯიში თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება 8–დან 15–ივნისამდე,

ნაყოფი საშუალო ზომისაა (55X44,6X50,3 სმ.). ნაყოფის წონა 40 გრ.–ს უდრის. ნაყოფი ოვალური ფორმისაა, გვერდებიდან შებრტყელებული, ღარი საშუალოდ აქვს გამოხატული. ძაბრი ღრმა და ვიწრო აქვს.

ნაყოფის კანი თხელია, საშუალოდ მკვრივი, შებუსვა მოკლე ხავერდისებრია. კანი ღია ხორცისფერია, მზის მხარეზე სუსტი ნაზი მოწითალო შეფერვა ახასიათებს.

ნაყოფის ხორცი ყვითელია, საკმაოდ მკვრივი, მაგრამ ნაზი, ძალიან ტკბილი და წვნიანი.

კურკა ადვილად სცილდება ნაყოფის ხორცს; კურკა შეადგენს ნაყოფის 5,8%–ს.

შირაზული უნდა ჩაითვალოს ფართოდ გასამრავლებელ სამრეწველო ჯიშად საქართველოს მთელი რიგი რაიონებისათვის. შირაზულის ნაყოფის მეტისმეტად მაღალი ღირსება, შედარებით უხვი და რეგულარული მოსავლიანობა, გარემო პირობებისადმი ნაკლები მოთხოვნილება გარგარის სხვა ჯიშებთან შედარებით, მას გარგარის სამრეწველო ჯიშებს შორის მოწინავე ადგილზე აყენებს.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები