შუა ყურის მწვავე ბაქტერიული ოტიტები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შუა ყურის მწვავე ბაქტერიული ოტიტები — შუა ყურის მწვავე ანთებაში ჩვენ ვგულისხმობთ არა მარტო დაფის ღრუს, არამედ ევსტაქის მილის და მასტოიდალური უჯრედების ლორწოვანის ანთებას. ეს სტრუქტურები ისე მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, რომ შეუძლებელია ვილაპარაკოთ მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილის ბაქტერიულ დაზიანებაზე იზოლირებულად.

შუა ყურის ანთება ითვლება ქვემწვავედ, თუ იგი 3 კვირაზე მეტხანს მიმდინარეობს, ხოლო 3 თვეზე მეტხანს მიმდინარე პროცესი, უკვე ქრონიკული ანთებაა.

შუა ყურის მწვავე ოტიტები ორ დიდ ჯგუფად იყოფა:

  1. შუა ყურის მწვავე ბაქტერიული ოტიტი, რომელიც შესაძლებელია იყოს როგორც ჩირქოვანი, ასევე, უბრალოდ, კატარალური;
  2. შუა ყურის სეროზული, მწვავე ოტიტები, რომლის მიზეზი არის ბაროტრავმა (ცხვირის უხეში მოხოცვა, ყვინთვა);

ორივე ოტიტი ყურის ანთებების იმ ნაირსახეობას განეკუთვნება, რომელსაც ტრანსუდატული ანუ ექსუდაციური ოტიტები ეწოდება.

ნებისმიერი ოტიტის ჩამოყალიბებაში უმთავრესი ფაქტორი ევსტაქის მილის დისფუნქცია გახლავთ.


იხილე აგრეთვე

წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები