შხამიანი ქამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Shxamianiqama.PNG

შხამიანი ქამა (ლათ. Agaricus xanthodermus Gener. რუს. Шампиньон рыжеющий)

ქუდი – 5-15 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამობურცული, ზედაპირი თითქმის ტიტველია, თეთრი, ხელის დაჭერისას ყვითლდება, ფირფიტები თხელია, ჯერ თეთრი ან მოვარდისფრო, შემდეგ – ყავისფერი.

ფეხი – 5-15 სმ სიგრძისა და 1-2 სმ სისქისაა, ძირში გაბერილია, ახასიათებს საყელო თეთრია.

რბილობი – მოთეთროა მურა იერით, ფეხის ძირთან მოყვითალო-ღია, ფეხის ფუძის გასქელებაში ნარინჯისფერია, ახასიათებს არასასიამოვნო კარბოლის მჟავის სუნი – ე.წ. „აფთიაქის სუნი“.

სპორები – ელიფსისებრია, მურა-მეწამული, 5-5,8 მკმ.

იზრდება ნიადაგზე ბაღებში, პარკებში, მინდვრებში ზაფხულ-შემოდგომით. შხამიანია, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები