ჩაბრასტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაბრასტი

ჩაბრასტი – ტანსაცმლის შესაბნევი დედალ-მამალი კოპჭები, რომელიც ლითონისაგან, ძირითადად, ვერცხლისაგან მზადდებოდა. იგი ვერცხლის ორი მომცრო ფირფიტა იყო. მათგან დედალს ლითონის ყულფი ჰქონდა, მამალი კი ამ ყულფში გამოსადები ბურთულით ბოლოვდებოდა. ბურთულიან ჩაბრასტს ყულფში გამოსდებდნენ და ამგვარად ზედატანი – სიხმა იკვრებოდა. ჩაბრასტი არა მარტო შესაკვრელი, არამედ ტანისამოსის სამშვენისიც იყო.

ჩაბრასტის ლითონის ფირფიტებზე ძეწკვით მონეტები ანდა მრგვალი ფირფიტები იყო ჩამოკიდებული. ისინი სიარულის დროს თავისუფლად, რიტმულად მოძრაობდნენ, რაც ერთგვარ მელოდიადაც აღიქმებოდა. ამის დასტურია ხალხური სახუმარო ლექსი: „ჩაბ- რასტი რანწკი, რანწკი,/გოგოებო დამწვი, დამწვი”. ჩაბრასტებს მოგვიანებით ფაბრიკულად დამზადებული ლითონის მავთულის კოპჭები ჩაენაცვლა.



ლიტერატურა

სამსონია, 2005:65.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები