ჩათაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩათაკა

ჩათაკა, ჩაქითა – ქალის ზედა სამოსელი. სიტყვა აჭარულ დიალექტში თურქული ენიდან შევიდა. იგი ქურთუკს ნიშნავდა.

ჩატაკა ორი ნაწილისაგან – წინა კალთისა და უკანა ერთი განისაგან შედგებოდა. მას პატარა და მაღალი საყელო ჰქონდა, რომლის ტარება ხანდახან გადმოკეცილი სახითაც შეიძლებოდა. სარჩულად ჩითს იყენებდნენ. სახელოს თარგი სიხმის სახელოს თარგის მსგავსი იყო. მას გულისპირზე, მარცხენა მხარეს, პატარა ჯიბე ჰქონდა. გულისპირი შვიდი კოპჭით იკვრებოდა, იკერებოდა წელამდე სიგრძის, წინ ბოლომდე გახსნილი, უსაყელო, კალთის ბოლოები წაწვეტებული. გულისპირს ამკობდნენ ნაკეცებითა და ზონრებით. გარდა ნაკეცებისა გულისპირს, სახელოებისა და კალთის ბოლოებს ორნამენტებით ალამაზებდნენ. ნაქარგობისთვის იყენებდნენ როგორც ფერადი აბრეშუმის ძაფებს, ისე ოქრომკერდსა და ვერცხლიმკერდს.

ჩათაკა, იგივე, ჩაქითა, სიხმასთან შედარებით, მოგვიანებით დამკვიდრდა, მაგრამ ისე მოიკიდა ფეხი და გავრცელდა, რომ სიხმა ყოფიდან თითქმის მთლიანად გამოდევნა. ჩათაკა მოქარგული ბოლოებით სიხმისაგან განსხვავებით ქალს, თეძომდე წვდებოდა. ჩათაკას დასამზადებლად ძვირფასი ქსოვილები – ხავერდი, ფარჩა, ატლასი გამოიყენებოდა. უპირატესობა უფრო ღია ფერებს – მწვანეს, წითელსა და ყვითელს ენიჭებოდა. ჩათაკა საპატარძლო, გასათხოვარი და ახალგაზრდა გათხოვილი ქალების ჩაცმულობის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მიღებული ზედა ტანისამოსი იყო და თარგით ხირხასთან უფრო ახლოს იდგა.



ლიტერატურა

  • სამსონია, 2005:68;
  • ხინთიბიძე, 2018

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები