ჩარჩო (არქიტექტურა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩარჩო

ჩარჩო – ზოგადი სახელწოდება უცვლელი კონსტრუქციით, რომელიც შედგება ერთმანეთთან ხისტად დაკავშირებული ღეროებისაგან (ძელებისაგან).

სარჩევი

ნახევრადხისტი ჩარჩო

ჩარჩოს სახეობა, რომლის სტატიკური გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღება მხოლოდ ელემენტებისა და კვანძების სიხისტე.

რკინაბეტონის ჩარჩო

რკინაბეტონის კონსტრუქცია, რომელიც შედგება საძირკველში ხისტად (სახსრულად) ჩამაგრებული კოლონებისა და კოლონებზე სახსროვნად (ხისტად) დაყრდნობილი რიგელებისაგან ან რკინაბეტონის ორი ნახევარკამარისაგან კარნიზის ხისტი კვანძით.

სახსრიანი ჩარჩო

ჩარჩოს სახეობა, რომლის კონსტრუქციული ელემენ-ტების შეერთება სახდრულია.

სივრცითი ჩარჩო

მსხვილმასშტაბური კარკასული სისტემა, გამოყენებული თანამედროვე არქიტექტურაში დიდი სივრცეების გადასახურად (მაგ., ფულერის გეოდეზიური გუმბათი).


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები