საძირკველი (ნაგებობის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რკინაბეტონის მონოლითური წერტილოვანი საძირკველი

საძირკველი – ნაგებობის მიწისქვეშა საყრდენი ნაწილი, რომელიც შენობის დატვირთვებს ფუძეს გადასცემს. საძირკველის გეომეტრიული ზომები და ჩაღრმავება დამოკიდებულია მოქმედი დატვირთვების სიდიდეზე, მშენებლობის რაიონსა და გრუნტის წინაღობაზე.

გამოყენებული მასალის მიხედვით საძირკველი შეიძლება იყოს: ყორული წყობის, ბეტონის, ყორე-ბეტონის, რკინაბეტონის და ხის. ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საძირკველი მუდმივად წყლის დონის ქვევითაა.

ჩაღრმავების სიდიდის მიხედვით – მცირე და ღრმა ჩაღრმავების;

კონსტრუქციის მიხედვით – ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი (მონოლითური) და ხიმინჯოვანი;

ფორმის მიხედვით – მართკუთხა, ტრაპეციული, საფეხურებიანი, არასიმეტრიული, წრიული;

დამზადების მიხედვით – ასაწყობი და მონოლითური;

მუშაობის მიხედვით – ხისტი და მოქნილი.

არსებობს აგრეთვე გუმბათოვანი, გარსისებრი, გობისებრი, კესონური, ნაბურღნატენი და სხვა.


იხილე აგრეთვე

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები