ხიმინჯოვანი საძირკველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხიმინჯოვანი საძირკველი

ხიმინჯოვანი საძირკველისაძირკველი, რომელშიც გრუნტზე დატვირთვა გადაეცემა ხიმინჯების საშუალებით.

დატვირთვების ხასიათიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე ხიმინჯოვანი საძირკველი შეიძლება იყოს შემდეგი ტიპის: ცალკეული ხიმინჯები (საყრდენების ქვეშ), ხიმინჯების რიგი (კედლების ქვეშ), ბუჩქური ხიმინჯები (კოლონების ქვეშ). ხიმინჯოვანი საძირკვლის გამოყენება სუსტი გრუნტებისა და მაღალი დონის გრუნტის წყლების შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში ასეთი საძირკვლების მოწყობა ამცირებს მიწის სამუშაოებს და ბეტონის ხარჯს. მასალის ხარჯისა და შრომის დანახარჯების მიხედვით ხიმინჯოვანი საძირკველი 1,5-2-ჯერ, ხოლო დიდი სიღმისას 3-5-ჯერ ეკონომიკურია ლენტურ საძირკველთან შედარებით. ის განსაკუთრებით ეფექტურია გაჯირჯვებად და ღრმად გაყინვად გრუნტებში.

მასალის მიხედვით არსებობს: ხის, ლითონის, რკინაბეტონის, ქვის, აგურის.

ხიმინჯოვან საძირკველს გამოყენებაში აქვს შეზღუდვები: მათი გამოყენება არ შეიძლება ჰორიზონტალურად მოძრავ გრუნტებში, რადგან ახასიათებთ არასაკმარისი მდგრადობა ამოყირავების მიმართ და მოითხოვს უწყვეტი ხისტი რკინაბეტონის როსტვერკის მოწყობას; გაძნელებულია მათი გამოყენება დაბალი მზიდუნარიანობის გრუნტებში ისეთი სახლების მშენებლობისას, რომელთაც აქვთ მძიმე კედლები; რთულდება ცოკოლის მოწყობა, რადგან საჭირო ხდება ხიმინჯებს, კედლებსა და გრუნტს შორის სივრცის შევსება, რაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი სამუშაოებია და სხვა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები