ჩიზჯითი ბადან მადი მაირამი თიხაი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩიზჯითი ბადან მადი მაირამი თიხაჲ (ოს. Чызджыты бадæн Мады Майрæмы тыххæй – „ქალიშვილების ჯდომა დედა მარიამისათვის“) – ქალიშვილთა დღეობა; აღინიშნებოდა გვიან შემოდგომაზე ჯეორგუბის (გიორგობის) დღესასწაულის პერიოდში (ზოგან მთელი კვირა გრძელდებოდა). გასათხოვარი ქალიშვილები რომელიმე დედაბერთან იკრიბებოდნენ, თან მიჰქონდათ ცოტაოდენი ფქვილი, მარილი, კარტოფილი, ყველი და სხვ. პროდუქტი; აცხობდნენ კარტოფილიან ან ყველიან ღვეზელებს და თეფშზე დაწყობილს ასაკით უფროსი ქალიშვილის წინ დადებდნენ. ეს უკანასკნელი ერთ ღვეზელს აიღებდა და დაილოცებოდა:

"დიდება შენდა, ღმერთო! შენ დალოცე აქ შეკრებილი გოგოები და აუსრულე მათ გულისნადები. ო, დედაო მარიამ! ყველა, მდიდარი თუ ღარიბი, გოგო ყველგან შენთვის ზეიმობს მთელი კვირა; გთხოვენ გამოუგზავნო მათ ჭკვიანი, კეთილი, ახალგაზრდა, ლამაზი და შეძლებული საქმროები, რომლებსაც ისინი ეყვარებათ. ო, ბინათი ხიცაუ! ჩვენ, საწყალი გოგოები, შენი სტუმრები ვართ, ნუ მოუშვებ გრძნეულ ქალებს ჩვენს გასათვალად, და ვინც ამით არის დაკავებული, თავისივე ჯადოთი დააბრმავე, ხელები გაუხმე და ფეხები დაუკრუნჩხე. ო, ალარდი! შენ ქმნი ავადმყოფობას, დაიფარე მისგან აქ მყოფი ქალიშვილები“.

ლოცვის შემდეგ შეკრებილები ღვეზელებს დაინაწილებდნენ, გადატეხდნენ და ათვალიერებდნენ: ვისაც ყველიანი ღვეზელი შეხვდებოდა, იგი აუცილებლად გათხოვდებოდა ისეთ მამაკაცზე, რომელსაც ბევრი ძროხა ეყოლებოდა; ვისაც მარცვლეულიანი – ქმარი უხვპურიანი იქნებოდა, ვისაც თივიანი – მის ქმარს დიდი სათიბი ექნებოდა, ვისაც ბეწვიანი – მის საბედოს ცხვარი მრავლად ეყოლებოდა.


ლიტერატურა

  • Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
  • Миллер В. Ф. Осетинские этюды. Владикавказ, 1992. Ч. I; Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 201

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები