ჩიყვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ენდემიური ჩიყვი

ჩიყვი — ჩიყვის სახელწოდებით ჩვენთვის ცნობილია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, რომელიც გამოირჩევა ამ ორგანოს დიფუზური ჰიპერტროფიით, რაც ფოლიკულური უჯრედების ჰიპერპლაზიით არის გამოწვეული. ეს დაავადება მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია. არჩევენ ჩიყვის ორ ტიპს – ენდემური და სპორადიული.

ენდემური და სპორადიული ჩიყვი

თუ მოცემულ რეგიონში მოსახლეობის 10%-ს აქვს ჩიყვი, ეს პათოლოგია მიეკუთვნება – ენდემურ ჩიყვს

თუ დაავადებულთა რიცხვი საერთო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებია, მას სპორადიულს უწოდებენ.

აღიარებულია ის ფაქტი, რომ ენდემური ჩიყვის მაპროვოცირებელი ფაქტორი იოდის ნაკლოვანებაა, ძირითადად, მაღალმთიან რეგიონებში.

ჰიპოთირეოიდული კრეტინიზმი და ნანიზმი

ენდემური და სპორადიული ჩიყვები შეგვიძლია დავყოთ მარტივ და ჰიპოთირეოიდულ ჩიყვებად. პირველ შემთხვევაში, ჰორმონა- ლური დისბალანსი არ გვაქვს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ჩიყვის ჰიპერტროფიას ემატება ჰიპოთირეოიდიზმის ნიშნებიც.

ჩიყვის ჰიპერტროფიას, როგორც გითხარით, უმეტესწილად, იოდის ნაკლებობა იწვევს. ასევე, გასათვალისწინებელია ზოგიერთი საკვების (ძირითადად ვეგეტარიანელებში) თავისებურებები. გენეტიკური და აუტოიმუნური ფაქტორები ასევე ხშირი მიზეზი გახლავთ.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ჩიყვის ორსულობის შემდგომი განვითარება. ენდემური ჩიყვების რაოდენობა მთელ მსოფლიოში 200 მილიონს აღწევს. იოდით გამდიდრებული მარილის მასობრივად გავრცელების შემდეგ, ამ დაავადებამ საგრძნობლად იკლო ევროპაში. ისეთი დაავადებები, როგორიცაა კრეტინიზმი და ნანიზმი (ჰიპოთირეოზის შედეგად განვითარებული განვითარების ჩამორჩენა) აღარც გვხვდება 21-ე საუკუნეში. უფრო მომრავლდა „მარტივი“ ჩიყვები ანუ ეუთირეოიდული ჩიყვები, სადაც ჰორმონალური ფონი ნორმაშია.

სხვა ტიპის ჩიყვები

ასევე, არჩევენ:

— მრავალკვანძოვან ჩიყვს;
— ტოქსიკურ ჩიყვს;
— მრავალკვანძოვან-ტოქსიკურ ჩიყვს;
— კვანძოვან ჩიყვს;
— დიფუზურ-ტოქსიკურ ჩიყვს – „ბაზედოვის დაავადებას“;
— რეტროსტერნალურ „მყვინთავ ჩიყვს“;

დასახელების მიხედვით უკვე ცხადია ამ პათოლოგიებს შორის პრინციპული სხვაობები.

ჩიყვის ყველა დაავადება შეიძლება იყოს, როგორც მოგახსენეთ, ეუთირეოიდული, ჰიპერთირეოიდული და ჰიპოთირეოიდული.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები