ჩოლაყასშვილი გარსევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩოლაყასშვილი გარსევან - XVI საუკუნის პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, სახლთუხუცესი 1510-20-იანი წწ.; დიდი გავლენით სარგებლობდა ლევან კახთა მეფის (1520-74) კარზე. ეს ის პირია, ვინც ავ-გიორგის დაღუპვის შემდეგ გადამალა მისი მცირეწლოვანი ძე (მომავალი ლევან კახთა მეფე) და გადაარჩინა დაღუპვას (ვახუშტი 1973: 394, 570).

არჩილ II ცნობით, მას ეკუთვნის „ხილთა ქება” და სატრფიალო ლექსები. იოანე ბაგრატიონი მას „ნარგიზიანი წიგნის” გამლექსავად მიიჩნევდა. „ნარგიზოვანს” ჩოლოყაშვილს მიაკუთვნებდა კორნელი კეკელიძეც, მაგრამ ალექსანდრე ბარამიძემ დაასაბუთა, რომ კრებული დაწერილია XVIII საუკუნის შუა წლების შემდეგ. მისი პოეტური მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ „ხილთა ქებამ”. ზოგი მკვლევარი მას XVII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები