ჩხორთოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩხორთოლი - სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მდებარეობს, გალის რაიონში, გალის ჩრდილო-დასავლეთით 20-25 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 200 მეტრში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ჩხორთოლის (ოქუმის აუზი) ნაპირას.

1971-1977 წლებში შავიზღვისპირეთის ქვის ხანის ექსპედიციამ აქ ნიკო ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა ნასახლარი, რომელიც გამოირჩევა არქეოლოგიური მასალის სიმრავლით: თიხატკეპნილი იატაკით, სამეურნეო ორმოებით, კაჟის და რიყის ქვის იარაღებით-საფხეკებით, საჭრისებით, სახვრეტებით და სხვ. ძეგლი განვითარებული ნეოლითის ხანას, ძვ. წ. VII-VI ათასწლეულებს მიეკუთვნება. მასალები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. სოფლის სახელწოდება „ჩხორთოლი“, ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი თქმულების მიხედვით, მომდინარეობს მეგრული სიტყვებისგან „ჩხორო“ და თოლი“, რაც ნიშნავს „ცხრა თვალს“ და მიუთითებს სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ცხრა ოთახიანი ციხესიმაგრის გადმონაშთზე

წყარო

ნონა შონია „იცნობდეთ ჩვენი კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას“,- გაზ. ჩემი აფხაზეთი, №30,-2015 წლის მარტი.


იხილეთ აგრეთვე

ჩხორთოლის ეკლესია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები