ჩხუტ-ბრუნელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩხუტ–ბრუნელი

ჩხუტ-ბრუნელი (თუშ.) ჩხუტ-ბარნელა (ფშ.), ჩასარევაი, ყუიკა (ხევს.) - ვერტიკალური ტიპის ნაღების სადღვებელი, რომელიც გავრცელებული იყო აღმ. საქართველოს მთიანეთში. ჩხუტ-ბრუნელი ორი ნაწილისგან შედგება, ჩხუტი - მთლიანი ხისგან გამოთლილი ძირჩადგმული ცილინდრული ფორმის ძირგანიერი და პირვიწრო ჭურჭელი და შესადღვები ჯოხი - ბრუნელი, ბარნელი, დაბოლოებული ხის ჯვარედინი ფირფიტებით და ზედ შემოგრეხილი წნელით, რომლის მოძრაობითაც ხდება რძის დღვება. მცხეთა-სამთავროს ბრინჯაოს ხანის სამარხებში აღმოჩენილი თიხის სადღვებლები მსგავსია საქართველოს მთიანეთში გავრცელებული სადღვებლებისა, რაც ნათლად მიუთითებს რძის პროდუქტის ტექნოლოგიის უწყვეტობისა და მისი დამუშავების მაღალ კულტურაზე.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები