ცანცზიუნსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცანცზიუნსიჩინური თეატრის ერთ-ერთი ადრეული ფორმა აღმოცენდა ტანის ეპოქაში (618-907). ეს არის ორი პერსონაჟის სატირული დიალოგი (ინტერმედია), რომელსაც ახლავს საცეკვაო მოძრაობები. დიალოგების თემა (ხშირად იმპროვიზებული) – საჭირბოროტო საკითხებია, მათ შორის ადამიანური სისუსტეებიც. აქ ხშირად მიმართავენ კალამბურს, სხვა სახუმარო ხერხებს. მომდევნო ხანაში ცანცზიუნსი ფართოდ გავრცელდა მთელ ჩინეთში. შეუზღუდავი გახდა მონაწილეთა რაოდენობა, მასში გამოჩნდნენ ქალებიც. სუნის ეპოქაში (960-1279) ცანცზიუნსის და ცანგუს ამპლუები გაერთიანდნენ და ჩამოყალიბდა ამპლუა ფუძინი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები