ცეცხლგამძლე მასალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლგამძლე მასალა − მასალა, რომელსაც აქვს თვისება, მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით არ გადნეს, არ შეიცვალოს შედგენილობა და მექანიკური თვისებები. გამოიყენება სამრეწველო ღუმლების, საცეცხლეების, საქვაბეების, საკვამურების, სხვადასხვა დანადგარების ასაგებად, თბოსაიზოლაციოდ და სხვ. მზადდება ცალობითი ნაკეთობის (აგურის), ფხვნილის, საგოზავის და სხვ. სახით. ცეცხლგამძლე მასალის ძირითადი სახეებია: ამფოტერული, დინასური, დოლომიტური, კაჟმიწიანი, მაგნეზიანი, ქრომიანი, შამოტის და სხვ.; ქიმიური ბუნების მიხედვით – მჟავე, ნეიტრალური, ფუძე და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები