ცვალებადი დანახარჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცვალებადი დანახარჯი - (variable cost), დანახარჯი, რომლის სიდიდეც იცვლება წარმოების მოცულობის ცვლილების პროპორციულად. ე.ი. ეს ისეთი დანახარჯია, რომელიც მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს წარმოებული პროდუქციის მატების ან კლების პროპორციულად. ცვალებად დანახარჯებს მიეკუთვნება: ნედლეულის, სათბობის, ენერგიის, ტრანსპორტის და ა.შ. დანახარჯები. რაც უფრო მეტი პროდუქცია იქმნება, მით მეტია ცვალებადი დანახარჯი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები