ციგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციგა

ციგა– მთის პირობებთან შეგუებული სახმელეთო ხალხური სატვირთო ტრანსპორტი, რომელიც მხოლოდ ზამთარში თივის, შეშის, ნეკერის, წყავის, ფიჩხის თუ სხვა ბარგის გადასატანად გამოიყენებოდა.

იგი გადაადგილების საუკეთესო საშუალება იყო თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მაღალმთიანეთში ზამთარში, ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში საფარი დიდი თოვლით იფარებოდა. ციგა მარხილის მსგავსად მხოლოდ სრიალს ემყარებოდა. რამდენადაც ციგის გამწევი ძალა ადამიანი იყო, შესაბამისად, ციგაც მსუბუქ კონსტრუქციას წარმოადგენდა. მისი წონა დაახლოებით რვა-ათი კილოგრამი და, შეიძლება, ნაკლებიც ყოფილიყო. ერთ კაცს ციგით ხუთი „ჭვირთი” თივის, ათი ჭვირთი შეშის, ათი-თორმეტი კონა ფიჩხის მოტანა შეეძლო. ციგის მთავარი ნაწილი ბუნებრივად მოღუნული ფორმის საცურავები იყო, რომელსაც, ძირითადად, ლეკის ხისაგან ამზადებდნენ. ციგის სახელურები მომრგვალებული „კუკუტებით” ბოლოვდებოდა. ციგის მოხმარების თავისებურებაზე ყურადღებას გიორგი ყაზბეგი ზემო აჭარაში მოგზაურობის დროს ამახვილებდა. იგი წერდა: „აქვთ ერთგვარი მარხილი, რომელსაც ციგას უწოდებენ. ამ ეკიპაჟით ზამთრობით მთიდან თივა ჩამოაქვთ. ციგაზე ბევრ თივას დებენ და პირუტყვის დაუხმარებლად, მხოლოდ მესაჭის წყალობით ჩააქვთ ყიშლებამდე”. ციგით ტვირთი არამარტო ყიშლამდე, არამედ ეზო-კარამდეც მიჰქონდათ.

საბასთან შეშის მოსატანი და რისამე წასაღები მცირე ციგა განმარტებულია, როგორც „ლეკმარხილა”.


ლიტერატურა

დავითაძე, 1972:92-93; 1983:12.

იხილე აგრეთვე

ცალმარხილა

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები