ცილინდრული გარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცილინდრული გარსი – თხელკედლიანი სივრცობრივი გარსის სახე. ცილინდრული გარსი იყოფა მოკლე და გრძელ, გარსებად: მოკლე გაღუნულია გრძელი მალის მიმართულებით, გრძელი კი – პირიქით. მოკლე გარსში ძალვა ისე გადაეცემა, როგორც კამარაში; განივი დიაფრაგმები იკავებს განბრჯენ ძალას, უზრუნველყოფს გადახურვის სიმაგრესა და გამძლეობას, მალი ტალღების მიმართულებით უდრის 18-36მ, საყრდენის მუხლი – 6-12 მ. გრძელი გარსები ასეთივე ზომისაა გეგმაში, მაგრამ აქვს სხვაგვარი ხასიათი სტატიკური მუშაობის მხრივ: ისინი მუშაობენ როგორც კამარები მოკლე გარსის მიმართულებით და როგორც სივრცობრივი კოჭი – გრძელი გარსის მიმართულებით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები