ცუკმაიერი კარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ ცუკმაიერი

კარლ ცუკმაიერი − (გერმ. Carl Zuckmayer, 1896-1977), გერმანელი მწერალი, დრამატურგი. მისი პირველი დრამატურგიული ნაწარმოები იყო ექსპრესიონისტური პიესა „ჯვრიანი გზა“. ამას მოჰყვა ხასიათების კომედიები „სასიხარულო ვენახი“, „შინდერჰანესი“, „კატარინა კნი“, „თაღლითი ბერგენიდან“, ანტიმილიტარისტული კომედია „კაპიტანი კიოპენიკიდან“, ანტიფაშისტური დრამები „ჯანდაბის გენერალი“, „სიმღერა ცეცხლოვან ღუმელში“, „ცივი სინათლე“. ატომური შპიონაჟის თემას ეძღვნება დრამა „საათი რეკს პირველს“. მისი პიესები სცენურია, გამორჩეულია მაღალი დრამატურგიული ტექნიკით.





წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები