ძანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძანი – (იტალ. Zanni – კნინობითი Giovanni), იტალიური კომედია დელ’არტეს ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი.

ძანის პირველსახედ მიჩნეულია გაღარიბებული გლეხი ბერგამოს შემოგარენიდან (ჩრდ. იტალია) ან კავიდან, აჩერიდან (სამხრ. იტალია), რომელმაც მიატოვა მშობლიური გარემო და სამუშაოს საძებნელად გაემართა. მოგვიანებით გამოიკვეთა ამ პერსონაჟის ორი ყველაზე პოპულარული ნაირსახეობა: პირველი – გაიძვერა, თვალთმაქცი, მოხერხებული, ძანად წოდებული, ანუ ბრიგელა, პედროლინო, სკაპინო და სხვ., მეორე – ალალი, ზანტი, სახელად არლეკინო, ბურატინო, კოლა, ფლაუტინო – ვენეციაში, პულჩინელა ნეაპოლში. ძანები ლაპარაკობდნენ სხვადასხვა ადგილობრივ დიალექტზე. ძანების როლების შესრულება აგებული იყო იმპროვიზაციაზე, გაჯერებული სატირული ელემენტებით, ბუფონადით, ტრიუკებით (ლაცი). მე-17-18 საუკუნეში კომედია დელ’არტეს არისტოკრატიზაციასთან დაკავშირებით, ძანის ნიღბებს შეუსუსტდათ სატირული სიმახვილე და ყურადღება გადატანილ იქნა ტრიუკებსა და ბუფონადაზე.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები