ბრიგელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრიგელა

ბრიგელა – (იტალ. brighella, briga – დავიდარაბა, უსიამოვნება), იტალიური კომედია დელ’არტეს ტრადიციული პერსონაჟი; ორი ძანიდან ერთერთის ამპლუა – მარჯვე, მოხერხებული, გამჭრიახი, აი, სიტყვამრავალი ჭაბუკი, რომელიც თავისი საქმის მოსაწყობად ყველაფერს იკადრებს. ყველა სცენარში ბრიგელა ინტრიგის მოთავეა. არლეკინოს მსგავსად, ისიც სოფელშია გაზრდილი, წარმოშობით ბერგამოდანაა (ჩრდილოეთ იტალია). მისი ჩაცმულობაა: გრძელი თეთრი პერანგი შემოჭერილი ქსოვილის სარტყელით, გრძელი თეთრი პანტალონები, უბრალო ფეხსაცმელები და ქუდი. ბრიგელას პერანგზე მოჩანდა ყვითელი ან მწვანე საკერები, რითაც იგი ლაქიას ემსგავსეოდა. არლეკინოსგან განსხვავებით, ბრიგელას ამპლუამ ცვლილებები არ განიცადა.




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები